“იმის შემდეგ, რაც ყველა წითელი ხაზი გადალახა ივანიშვილის ბანდამ, რა თქმა უნდა, ევროპას სხვა არაფერი არ დარჩენია თუ არა ყველა იმ ბერკეტის დაბრუნება, რომელიც მის ხელში. თქვენ იცით, რომ არჩევნების ინსტიტუტის გაუქმება ქვეყანაში ნიშნავს, რომ არანაირი დემოკრატიული ნიშანწყალი ივანიშვილის რეჟიმს აღარ დარჩენია. სამწუხაროდ, პირველ რიგში ამით დაზიანდება ქართველი ხალხი, რადგან ჩვენ
ვსაუბრობთ არა მხოლოდ იმაზე, რომ არამხოლოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, არამედ იმ სარგებლის ლიკვიდირებაზე, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველომ და ქართველმა ხალხმა მივიღეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, მათ შორის არის უვიზო მიმოსვლა, გაცვლითი პროგრამები, სხვადასხვა ინვესტიციები, სოციალური პროგრამები, რომელსაც ევროპელი პარტნიორები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა