„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.
ფავლენიშვილის შეფასებით, ბარამიძე პოლიტიკური პატიმარია, ხოლო ხელისუფლების ქმედებები პირდაპირ რეპრესიებზე გადასვლას ნიშნავს.
„გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პატრიოტი. ამ ადამიანის დაჭერა იმ ხალხის მიერ, რომელთა სიტყვები გამოყენებულია ოკუპანტის მიერ… ეს აბსოლუტურად მიუღებელი და აუტანელი რამაა. ივანიშვილის რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე.
ამ ადამიანს არა თუ სიტყვის, არამედ დამახინჯებული ინტერპრეტაციის გამო იჭერენ… ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი. მიზეზი მარტივია, ყველა კრიტიკული ადამიანის დაჭერა უნდათ“, — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.








