11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა – პუტინის ინსტრუქცია დააკოპირეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.

ფავლენიშვილის განცხადებით, გიორგი ბარამიძის დაკავება პოლიტიკური შურისძიებაა და პროცესი პირდაპირ რუსეთის ინტერესებსა და ინსტრუქციებს უკავშირდება.

„პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი. საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია. ამის მიუხედავად დააკავეს.

რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა 1 წლის წინ. ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ. როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე საქართველოში“, — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ასრიალდნენ სიმონიანზე და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ”- თამარ ჩერგოლეიშვილი
შემდეგი სტატიაადვოკატი: პროკურატურას გიორგი ბარამიძის მიმართ შავი პიარის აგორება სურს – პოდკასტში თქმული საბოტაჟი ვერ იქნება