ირაკლი ფავლენიშვილი: ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში

„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში და ბოიკოტში.“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

„ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები წირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ეს ნაბიჯი უნდა აღქმულ იქნას მათ შორის საპროტესტო ელექტორატის და სხვა აქტორების მიერ, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

banner
წინა სტატიაშივასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაALDE-ის პრეზიდენტმა საბჭოზე ზურაბ ჯაფარიძის ციხიდან გაგზავნილი წერილი წაიკითხა