15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ირაკლი ფავლენიშვილი ელჩებთან შეხვედრამდე: მოკავშირეებისგან ყველა ტიპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

შეხვედრაზე მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში: დემოკრატიის განადგურება – მოკავშირეებისგან ყველა ტიპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციისა და ევროპელი ელჩების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მისი ბუნებრივი მოკავშირეებისგან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის“, – აცხადებს ფავლენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაGalt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა