ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი საჯარო სამსახურებიდან კრიტიკულად მოაზროვნე საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, “ივანიშვილისთვის დიქტატურის დამყარების პირობებში, რა თქმა უნდა, მთავარ ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრში მედია საშუალებები და კერძო სექტორში, პირველ რიგში საჯარო სამსახურში ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი და მათგან გაწმენდა საჯარო სტრუქტურების, თუმცა ამ წმენდების დროსაც ივანიშვილი და მისი გუნდი მიხვდება, რომ კრიტიკული მასა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თუნდაც ავტორიტარულმა რეჟიმმა იფუნქციონიროს, ამ მასასაც ვერ შეაგროვებენ, რადგან საჯარო სამსახურშიც კი ძალიან დიდი ნაწილი საჯარო მოხელეების არის წინააღმდეგი ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების და ამ დიქტატურაში უბრალო ჭანჭიკის მორგების.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა