ირაკლი ფავლენიშვილი: დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები

“საქართველოს ე.წ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ პოზიციონირებს, ის დგას არა თავისუფალი სამყაროს გვერდით, არამედ დგას ავტოკრატიული ქვეყნების ბანაკის გვერდით, რუსეთის და მისი მოკავშირეების გვერდით, ეს არაერთ დიპლომატიურ ნაბიჯში და საგარეო პოლიტიკურ ქმედებაში თუ განცხადებაში იქნა გამოხატული. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს მართავს ე.წ ხელისუფლება, რომლებიც არიან არა დასავლური სამყაროს პარტნიორები, არამედ ავტოკრატიული, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების პარტნიორები, რაც არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ინტერესებისთვის.” -განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბოჭორიშვილის მოადგილის ვიზიტზე ირანის საელჩოში

banner
წინა სტატიაშიOSCE/ODIHR-ის დირექტორი: “FARA”-ს კანონი საქართველოში ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს
შემდეგი სტატიაყველაფერი, რაც PLUS დაბადების დღისთვის უნდა იცოდეთ