ირაკლი ფავლენიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით “ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, საუკეთესო საკრუიზო პორტ “როიალ კარიბიან”-ში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც გააჩერა მთელი ქვეყანა.

დღეს ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული. არადა, ბათუმი იყო ცნობილი განვითარების სწრაფი ტემპით, რომელიც მსოფლიოში იყო საუკეთესო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გპირდებათ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შემოვა 5 მილიონი ტურისტი – სწორედ ამ საკრუიზო პორტს უნდა შემოეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არამხოლოდ ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აქ დახარჯავდნენ ფულს.

მხოლოდ ამ საკრუიზო პორტის მეშვეობით ასობით ათასი ტურისტი ერთ სეზონზე ესტუმრებოდა რეგიონს. 26 ოქტომბერს არჩევნებია. რა გვსურს ჩვენ? ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, გვსურს მიხეილ სააკაშვილისა და თავისუფალი საქართველოს იდეის ტყვეობა თუ გვსურს აღმშენებლობა, თუ მოგვენატრა ტემპი, ახალი პორტები, აეროპორტები, ახალი სამუშაო ადგილები? ასე რომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვირჩევთ “როიალ კარიბიანის” აშენებას, მაღალშემოსავლიან ამუშაო ადგილებს და ვირჩევთ უამრავ ინვესტიციას აჭარაში”, – განაცხადა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიგორ ნარმანია: ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ემიგრაციაში წასული ძალიან ბევრი ჩვენი თანატოლი 26 ოქტომბრის შემდეგ დავაბრუნოთ და მიხეილ სააკაშვილთან, ახალ გუნდთან ერთად, ავაშენოთ ახალი ბათუმი, ახალი აჭარა, ახალი საქართველო
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: ბათუმის გზის მშენებლობა „ქართული ოცნების“ მიერ ქართველი ხალხის რესურსების მიტაცების, კორუფციისა და კლანური მართვის თვალსაჩინო მაგალითია