“ბაიდენისა და მაკრონის მხრიდან ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ფავლენიშვილმა
“თავისუფალი სამყაროს საკვანძო პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ასეთი ხმამაღალი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო არ აპირებს მიატოვოს საქართველო, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფოებრიობა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის უცვლელი, რომ ჩვენ გვსურს ევროპაში სრულუფლებიანი ინტეგრაცია და ერთადერთი დამაბრკოლებელი არის ივანიშვილის ბანდა, რომელიც ინსტრუქციებს იღებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, ივანიშვილი და მისი ბანდა ერთის მხრივ საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის და მეორეს მხრივ დასავლური სამყაროსთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში სინთეზი – ქართველი ხალხის ბრძოლა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის ბანდას მომავალ არჩევნებში.” – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა