ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს – ამის შესახებ “პირველებს” პატიმრის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი რამდენიმე დღის წინ შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.
უფლებადამცვალის თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ მომხდარ ინცინდენტს, რომელსაც ადვოკატი არ აკონკრეტებს.