ირაკლი ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას დაატეროროს ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების ლიდერები „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ერთობლივ განცხადებას აკეთებენ, მათი თქმით ხელისუფლების განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არსებობს სრული სიცრუეა და ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოში სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი:

„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი, ერთ-ერთი მათგანი გუშინ გახდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი , „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი. საღამოს 7 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის პროსპექტზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია და არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმია და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის პროსპექტზე კონსტიტუციურ უფლებებს მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას დაატეროროს ოპოზიცია და ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაში“რომანოვების სასახლეში” შესვლისათვის გადასახადი დაწესდა
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების შესაძლო დევნას, “აბსურდად” მოიხსენიებს