ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და აეკრძალა ქვეყნის დატოვება

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამასთან, ოქრუაშვილს საქმის გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში ყოფნას ადასტურებს
შემდეგი სტატიაZEG Storytelling Festival   13-15 ივნისი