წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა – გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა.
14 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. იქამდე, 8 აპრილს თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა – ოქრუაშვილმა გირაო არ გადაიხადა.
პატიმრობაში ყოფნის დროს პროკურატურამ ოქრუაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა, უწყება თავდაცვის ყოფილ მინისტრს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.