ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ადვოკატის თქმით, ის ამჯერად შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.

„განახლდება პოლიტიკური პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. ბრალდების მხარე შეეცდება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუმცა მათ ეს მტკიცებულებები არ გააჩნიათ. კვლავ მოიყვანენ მოწმეებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ვერ მიუთითეს ვერაფერი, რაც დაადასტურებდა ირაკლის ბრალეულობას. ასევე დღეს და შემდგომ პროცესებზეც, ალბათ, გაგრძელდება იგივე. ანუ, ეს არის ის ჩვეულებრივი საქმე საქმისთვის, პოლიტიკური მოტივით შემქნილი და არა რეალური მართლმსაჯულება. მე არ ვგეგმავ ახლა რაიმე შუამდგომლობის დაყენებას. თუ რაიმე ახალი, კონკრეტული გარემოება არ გვექნება. ამ ეტაპისთვის ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მოწმეების დაკითხვაში. მათ დავკითხავთ, დავუსვამთ სათანადო შეკითხვებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება დამსწრე საზოგადოება და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის მართალი” – აღნიშნა ვახტანგ იაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან
შემდეგი სტატიაომბუდსმენის სკანდალური დასვნა : ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა, წამება, დამცირება და არასათანადო მოპყრობაა