ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განცხადა. მისივე თქმით, ბრალდებულს თავდებში, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და პაატა დავითაია უდგებიან.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

სხდომამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების განცხადებითაც, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია. ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრალს არ ეთანხმება
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა