ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

“გამარჯვებული საქართველოს” ლიერის ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი უფლებადამცველი მოითხს.

გარდა გათავისუფლების მოთხოვნისა, ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი სასამართლოში იმ მტკიცებულებებს წარადგენს, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის უდანაშაულობას ამტკიცებს.

“გავასაჩვრებთ გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და სამ არგუმენტთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები გვაქვს. კონკრეტული არგუმენტები გვაქვს და წესით და რიგით ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდება იმაში, თუკი ჩახედავს საქმეს, რომ ეს ღონისძიება, პატიმრობა იყო ძალიან მძიმე, უკიდურესი და ამის საჭიროება არ არსებობდა. თ მაინც ჩათვლის სასამართლო, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ვერ დავტოვებთ და რაღაც უნდა გამოვიყენო, ალტერნატივა აქვს, ერთ გირაოს სახით და მეორე პირადი თავდებობის სახით” – აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა პუტინს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გარანტიები მისცა, თუმცა პირობა დაირღვა
შემდეგი სტატია„სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ“ – რომან გოცირიძემ გაზეთ „ალია“-ს და „ჯორჯიან თაიმს“-ს დავა მოუგო