ირაკლი ოქრუაშვილი – სოსო რობაქიძეს თუ ჩემთან საუბარი უნდა, იცის, სად მომძებნოს

სოსო რობაქიძეს თუ ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად მომძებნოს, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, სოსო რობაქიძეს დღეს თუ რაიმე პრეტენზიები აქვს, საკუთარ სამეგობროში დააფიქსიროს, რომელსაც წარმოადგენს დღეს პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება.

„რობაქიძეს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება, თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ, ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად უნდა მომძებნოს, როგორ და რანაირად. ასე რომ არ მინდა მაინც, ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახი ძალიან დაზარალებულია, სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გააპროტესტა და ოქრუაშვილს მატყუარა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილზე – გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
შემდეგი სტატიაუკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი – ტომოსს არ ვიღებთ, ჩვენ მისი შინაარსი არ ვიცოდით