ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 17:08

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ,დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ორი პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით რისკები ისევ არსებობს და ამ მიზეზით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მათ მიმართ ძალაში დატოვა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამავე საქმეზე დაახლოებით 20-მდე ადამიანია ბრალდებული.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, თუმცა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაბრუნდა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. მან თქვა, რომ რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა, ქიბარ ხალვაში კი ნომინალური ფიგურა იყო. მისივე განცხადებით, აქვს დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს და რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს. მან ამ ხელმოწერის ექსპერტიზა მოითხოვა, ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე იმყოფებოდა.

region
ავტ.: region სექტემბერი 19, 2019 17:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics