ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა.

საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო დაკისრებულ გირაოს, რომელიც ოქრუაშვილმა არ გადაიხადა.
ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.

ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, კანონი, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, იმპერატიულად პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს.

“ოქრუაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს აშავებს, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა” – თქვა ჭაბაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, 8 აპრილს, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზღვრის კვეთა აეკრძალა. პოლიტიკოსმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
ივანიშვილის პარლამენტის “საგამოძიებო კომისიის” სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 7 აპრილს წარუდგინეს.

banner
წინა სტატიაშიმელია: ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, ახალი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მას არჩევნების ეშინია
შემდეგი სტატიაწულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა