ირაკლი ოქრუაშვილი – ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო

„ეჭვი არ მეპარება, რომ ივანიშვილმა უკვე უპატაკა გავრილოვს ის საჩუქარი, რომელიც სპეციალურად მისთვის მომზადდა – ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტი. შარშან, როდესაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს და შემდეგ, მე და გიგი უგულავა გაგვათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, კანონმორჩილი მოქალაქის გულუბრყვილობით ვიფიქრე, რომ ივანიშვილმა სწორი დასკვნები გააკეთა და ამ თემიდან დისტანცირებას ახდენს, მაგრამ დღეს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით, რომელიც იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს არ იყო ვინმე შოთაძის ან გახარიას გადაწყვეტილება, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ყველა წესიერ, პატრიოტ, გულანთებულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს. არამარტო მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს გარკვეული დაზიანება მიიღო, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ არ ვართ პარტიული ჭრილით გაერთიანებულები, ნიკა მელიასთან მიმართებაში ეს ერთობა გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს. ნიკა მელია გახდა თავისუფლების სიმბოლო და ჩვენ ამ თავისუფლებას ივანიშვილს არ დავანებებთ, გამორიცხულია! რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ მისი მხრიდან ჩვენზე გადავლა, როდესაც დავუთმეთ მას და ამ დათმობას აღარ ვაპირებთ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე: ასეთი ლიდერები სადაც უნდა იყვნენ, მათ გარშემო იკრიბება საზოგადოება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა