ირაკლი ოქრუაშვილი: ენგურჰესი დაცალეს

“ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. უკვე აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის.

გუშინ ეკონომიკის მინისტრის ქობულიას დავალებით ხელშეკრულება გააფორმეს აფხაზეთისათვის რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ.

მარტივად რომ ვთქვათ რუსულ ბაზებს, ოთხოზრიას მკვლელებს და ათას ნაძირალას ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი დენით უფასოდ ამარაგებს ივანიშვილი. მაშინ, როდესაც აქ 100 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს და ჯარისკაცს ფორმას ვერ აცმევენ. ენგურჰესი დაცალეს, 50 %-ზე მეტი ელექტროენერგია ისედაც უფასოდ აჩუქეს აფხაზებს და დამატებით რუსეთიდან უყიდეს.

მაგ მავნებლურ სქემას კალაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება”,-წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშისანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები, რომელიც ჩემი ღრმა რწმენ არის ეროვნული ბანკის და არა პროკურატურის კომპეტენცია – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: 7 მილიონი სახელმწიფოს რომ მოსთხოვოს რომელიმე საერთაშორისო სასამართლოში, მერე რას ვშვებით?