ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებას პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას „რუსთავი-2“-თან

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ახლა მოხდა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც დაკავებული მოინახულა.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული, შესაბამისად, არც საქმის მასალები გადასცემია.

„არანაირი დადგენილება, ბრალდებულად დაკავების ოქმი გადმოგვეცა. ეს ხდება ამ ეტაპზე. ჯერ ბრალდება არ აქვს წაყენებული და შესაბამისად, არც მასალები მიგვიღია. რასაც ახლა თვითონ ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, დაკავებას პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას „რუსთავი-2“-თან, მხოლოდ და მხოლოდ მასთან და სხვა არაფერთან. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ახლა მოხდა. იმ კადრში თვითონ რაც ნახა, რაც მითხრა, მე არ მინახავს, 500-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც აქეთ-იქიდან ჭიდაობენ და მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი, ეგ არის და ეგ, ისიც იყო იმ მიტინგზე. აბსურდი და სისულელე არის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქციის. რითი ადასტურებენ, ჯერ არ ვიცით, ვიდეოც აქვთ თუ სხვა რამეც. ალბათ სპეცრაზმელების ჩვენებებიც იქნება“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ავლენს ფანტასტიურ უნარს დამნაშავედ გამოჩნდეს მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა არც არაფერი დაუშავებია
შემდეგი სტატიაგადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია