ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს; პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა-მელია

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დაპატიმრებას “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება და წერს, რომ პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი დაიწყო:

“ამ წამს, წულუკიანთან არმისვლის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ანუ მიზეზი არის, უნდოდათ და დაიჭირეს.

პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა
ღირს კი, ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი?!
პრინციპულობა, ნებისყოფა და გამძლეობა არის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე”,- წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსეთის მე-40 ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაურის მოადგილე მოკლეს
შემდეგი სტატია„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-დან ირაკლი კობახიძის წერილს გამოეხმაურა