ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს.

მათი ცნობით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ამასთან, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე შსს-ში არ ადასტურებენ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, უწყებაში 20:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიმარშალ გელოვანის გამზირზე ხანძარია
შემდეგი სტატიაშოთა უტიაშვილის და ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციას სახალხო დამცველი ეხმაურება