ირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უარყოფს

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უარყოფს.

ირაკლი ოქრუაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილმა გორში, კომბინატის დასახლებაში ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, მოსახლეობას პროდუქტები გადასცა.

“ეს ინფორმაცია გაავრცელა სოფლის ინტრიგანმა ადვოკატმა ნოზაძემ. ეს ბუნებრივია, სიმართლეს არ შეესაბამება. 13 სექტემბრიდან საავადმყოფოში ვიმყოფებოდი და ამ ფაქტთან შეხება არ მქონია. ისევე როგორც ჩემი წარმომადგენელს არ ჩაუდენია მსგავსი რამ. თუ ვინმემ ეს გააკეთა, რათა ჩვენს სახელს ჩრდილი მიადგეს, ღმერთმა ხელი მოუმართოს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამგორის მაჟორიტარი კანდიდატი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუამინდობა 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება