ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატმა მოინახულა

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქროაშვილი მისმა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც ჭაბაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილი მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა.

„რამდენიმე წუთის წინ გამოვედი მისგან, ნორმალურად, მხნედ და ბრძოლის ხასიათზეა. მან იცის, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცესები არ არის და შესაბამისად, არც ელოდება რამეს. თუმცა, ჯერ არაფერი ვიცით და არაფერ კონკრეტულს არ ელოდება“, – აცხადებს ჭაბაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმები აქვს ოქრუაშვილს, ან ელოდება თუ არა ის, რომ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს, ადვოკატი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„სამოქმედო გეგმასთნ და კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, აქვს. მასთან ჩემს გარდა, სხვაც შედის და სხვების მეშვეობით აქვს თავის თანაპარტიელებთან კომუნიკაცია, მე – ნაკლებად. ჯერ ძნელია, რამე პროგნოზი გააკეთო, მაგრამ რადგან პროცესი სამართლებრივი არ არის, ის ალბათობაც დასაშვებია, რომ ციხეში გამოკეტონ, იმის ალბათობაც დასაშვებია, რომ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და პატიმრობაში აღარ იყოს. ამიტომ ამაზე საუბარი ძნელია“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის მოვლენების შემდეგაც ვერ გამოიტანეს დასკვნა – რუსეთის საგარეო უწყება
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს