ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი ორისთვის“ ბრძოლას არ წყვეტს

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი ორისთვის“ ბრძოლას არ წყვეტს და სასამართლო პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაიბრუნეს ტელევიზიას.

როგორც ოქრუაშვილმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ქიბარ ხალვაში იყო მხოლოდ ნომინალური მყიდველი და რეალურად წილი სწორედ მან შეიძინა. ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის დაბრუნების შემდეგ ტელევიზიას გააჩუქებს.

„ივანიშვილს მოსწონს სრულფასოვნად მორჩილი ადამიანები მის ირგვლივ, ვერ ეგუება დამოუკიდებელი აზრის ადამიანებს. მე მორჩილებას არასდროს ვყოფილვარ მიჩვეული. მას რომ ეთქვა, რუსთავი ორის თემა უნდა გააჩუმო და მომცე – რატომ? იყო თხოვნებიც, შოთაძე იყო მისი ვოიაჟერი, მაგრამ მე არ დავუთმე. „რუსთავი 2-ზე“ მე პროცესს გავაგრძელებ. ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური პიროვნება ჩემს უკან. მე ნამდვილად ვიყიდე კომპანია. ერთადერთი, რაც შეიძლება პრეტენზია წამომიყენონ, რომ ვიყიდე გუნდის სახელით, მაგრამ ნამდვილად ვიყიდე.

პროცესი ჩემგან დამოუკიდებლად მიჰყავდათ ადვოკატებს, მაგრამ არ აჩქარებდნენ, იმის გამო რომ მე ციხეში ვიყავი და რაც ხდება ზოგადად სასამართლოში. ამ პროცესის გახსნა მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. თუ ოდესმე მოხდა და „რუსთავი 2“ პირადად მე დავიბრუნე, მე მას გავაჩუქებ და მოვიხსნი ამ ტვირთს. ადრე იყო პერსპექტივა, რომ კოლექტივისთვის მეჩუქებინა და ხვალაც გამოჩნდება ვინმე”, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიDRI: ოკუპირებულ ახალგორში პანდემიასთან ბროლისთვის რეკომენდირებული წესები სისტემატიურად ირღვევა
შემდეგი სტატიაოქრუაშვილი: თუ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აქვს ის ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს