ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი სოლისტის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული თათია ჯანჯღავათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

დაკავებულის ადვოკატი ახალგაზრდა ქალის 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, პროკურატურა კი პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯანჯღავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის უფლებადამცველმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მოინახულა.

სასამართლო დღესვე კიდევ ერთი დაკავებულის, ნათია თოფურიას აღკვეთის შეფარდებაზეც იმსჯელებს, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

„ჯერჯერობით მოტივზე საუბარი ცოტა რთულია, ვინაიდან თავად დაზარალებული დაკითხული არ არის და გამოძიების მასალებში არ არის კონკრეტულად საუბარი მოტივთან დაკავშირებით. საუბარია საყოფაცხოვრებო სესხზე, რომ ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ვალი და ამის გამო მოხდა კონფლიქტი. ჩვენ სავარაუდოდ მოვითხოვთ გირაოს ან საერთოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას,“-განაცხადა თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნოზაძეს სამართალდამცველები დღეს დაკითხავენ
შემდეგი სტატიამდინარე ალაზანში ავტომობილი გადავარდა – 5 დაშავებულს შორის ერთი ბავშვია