ირაკლი ნოზაძეს დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძეს დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სავარაუდოდ, ნოზაძე დანით დაჭრეს. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის პრესსამსახურში კომენტარს ჯერ ვერ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, ირაკლი ნოზაძე დაჭრეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძის მამიდაშვილი „სააფთიაქო ნარკოდანაშაულის“ სკანდალში იყო გახვეული?!