ირაკლი ნადირაძე-საკანი 38

“ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება – ეს ერთობაადა ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი.” – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ირაკლი ნადირაძე, ლექსი საკანი 38-დან

ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში
ბევრს უნდა ბრძოლა იყოს მისი სახელობითი
ზოგს კი სურს იყოს მოთხრობითი ბევრი თაობის
ოპოზიციის ნახევარი მიცემითშია
რადგან რეჟიმთან ყოფნას არჩევს ნათესაობითს.
ზოგიც ვერ ხვდება რა მძიმეა ვითარებითი
კომენტატორობს, არჩევს პოზას წოდებითისას
და იმის ნაცვლად, რომ იბრძოლოს ყველა ბრუნვაში
ის სხვას უყურებს და კვლავ სჯერა რუსთა მითისა.
ალბათ გგონიათ, რომ გამომრჩა მე ერთი ბრუნვა
როგორც ყოველთვის, გამოჩნდება ბევრი „ბეჯითი“
ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება – ეს ერთობაა
და ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი.

ირაკლი ნადირაძე
საკანი 38

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი – მშვიდობისმყოფელი ტრამპი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას, ახლა ეს მისი კონფლიქტია და არა ბაიდენის, „მოხუცი მარაზმატიკის
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე “სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ლეიტენანტი” ხდება