ირაკლი ნადირაძე – ყველა სარემონტო სამუშაო, რომელიც აქამდე მეტროპოლიტენში ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები, რომლებიც თბილისის მეტროპოლიტენს ჩაუტარდა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ ვარკეთილის მეტოსადგურთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ნადირაძემ ასევე ხელშკრულება წარმოადგინა, რომელიც, მისი თქმით, მეტროსადგურ ”ვარკეთილის” რეაბილიტაციის თაობაზე 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა.

”გამოცხადებული იყო ტენდერი , რომელზეც კონტრაქტი გაფორმდა 2016 წლის 30 ნოემბერს. ხელშეკულება არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ მიღება-ჩაბარება გააკეთა „ქართული ოცნების“ მერიამ. ასევე ფაქტია, რომ ყველა სარემონტო სამუშაოები, რომელიც აქამდე ჩატარებულა, თავიდან უნდა გადაიხედოს. მეტრო არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი თბილისში, მას ასობით ათასი ადამიანი გადაჰყავს ყოველდღიურად და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ფაქტია, რომ დღეს, სახეზე გვაქვს სურათი, როდესაც ადამიანები დაშავდნენ, დაზარალდნენ, არავინ იცის რა ხდება კიდევ სხვა სადგურებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა მხოლოდ რემონტი, არამედ მეტროსადგურები არის შესამოწმებელი. ბევრჯერ ვთქვით, რომ ექსკალატორების, ლიანდაგების და მეტროს ვაგონების მდგომარეობა შესამოწმებელია და ამას ყურად არ იღებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ, რომ მიეჩქმალათ ჩვენი ეს მოთხოვნა. შარშან, წინასაარჩევნოდ, ზარზ-ზეიმით გაგვიხსნეს ვარკეთილის მეტროსადგური. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, კლავს ადამიანებს”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის დასკვნები არსებობს შესრულებულ სამუშაოზე, თუმცა მოხდება დაზუსტება თუ რამ გამოიწვია ნგრევა – “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი
შემდეგი სტატიავარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ნაწილს ქირურგიული ჩარევა სჭირდება