ირაკლი ნადირაძე: იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის

„იქ, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების ადგილი არ არის. გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი დადასტურება და ზუსტად ისე უნდა გავაქციოთ ისინი 26 ოქტომბერს, როგორც გუშინ გააქცია ქართველმა ხალხმა კობახიძე.“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ გუშინდელ საფეხბურთო ნაკრებისადმი გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხალხის მხრიდან უარყოფითი შეძახილები მოჰყვა

ირაკლი ნადირაძის განცხადებით – “გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის ღალატის აქტი, რომელიც რუსი ოლიგარქის „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა რუსული კანონის მიღებით და იმის დადასტურება, რომ იქ სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებები და წარმატებებია, იმ სცენაზე რუსი მოღალატეების და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ადგილი არ არის. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძეს უნდა ჰქონოდა გრძელი სიტყვა, მაგრამ ნახა რა ხალხის რეაქციები და თავქუდმოგლეჯილი, აკანკალებული და შეშინებული გაიქცა, ზუსტად ასე გაიქცევიან 26 ოქტომბერსაც, როდესაც ამ მოღალატეებს გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.“- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ

banner
წინა სტატიაშიTI: ქუთაისის სააპელაციოს მოსამართლე შოთა სირაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და ხელფასს მალავს
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს 3 ახალი წევრის არჩევით პარლამენტი ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას განაგრძობს