ოპოზიცია თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს” – ამ მოთხოვნის გარშემო დღეს, 18:00 საათზე უამრავი ადამიანი ერთიანდება.
“წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა ხალხისა დაიძრა რეგიონებიდან. ზუსტად ისეთივე მობილიზებაა თბილისშიც. ბიძინა ივანიშვილს რომ არ დაესიზმრება, იმდენი ვიქნებით. თუმცა, მიშას ჩამოსვლის შემდეგ დარწმუნებული ვარ ამ კაცს აღარც ძილი და აღარც სიზმარი აღარ აქვს. დღეს ნახავს მთელი მსოფლიო რამდენიმე ვართ, დაინახავენ, რომ ქართველ ხალხს უნდა ცვლილებები, თავისუფლება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დარჩებიან სახლებში, დავდგეთ აქ, ვისაც გვინდა ცვლილებები“, – თქვა ირაკლი ნადირაძემ.