ირაკლი ნადირაძე: ერთიასად გვიმაღლდება მოტივაცია, რომ ეს კრიმინალური ხელისუფლება დავამარცხოთ, რადგან ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, ებრძვიან განსხვავებულ აზრს

“იმის ნაცვლად, რომ ეს ხელისუფლება ებრძოდეს გაჭირვებას, სიღარიბეს, უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, ისინი პოლიტიკური დევნით არიან დაკავებული. ჩვენ ვნახეთ დილით გაკეთებული განცხადებები “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ისინი დაიწყებდნენ დევნას და რამდენიმე საათი დასჭირდათ, რომ აი ეს მინი-სპეცოპერაცია ჩატარებულიყო. ირაკლი ეძგვერაძე არის გლდანის საარჩევნო შტაბის უფროსი და ის ძალიან აქტიურად მუშაობს, შარშან დაახლოებით ამ დროს, სწორედ ამ ადგილას, დაახლოებით 70 ადამიანი დაესხა მას თავს სუსის, ქართული ოცნების და პოლიციის დავალებით და ისინი, ვინც მაშინ მონაწილეობდნენ ამ თავდასხმაში, 70 კაციდან სულ რამდენიმე დასაჯეს, მაგრამ დღეს ყველა თავისუფალია. როცა გავიგე რომ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, მოვედი და დავინახე, რომ უკვე მანქანაში სვამდნენ, დავინტერესდი, რატომ აკავებდნენ და ვცდილობდი, დრო გამეყვანა, რომ მოსულიყვნენ ადვოკატები და ტელევიზიები, რადგან სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სხვა დაცვა, გარდა მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისა, არ არსებობს და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ელოდებოდნენ მითითებებს, მერე კი გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს, ალბათ იქნება ჩვენი სასამართლო პროცესი და ჩაგვსვამენ ალბათ ორი კვირით ან დაგვაჯარიმებენ, როგორც ეს “ქართულ ოცნებას” სჩვევია.
მთავარი სამიზნე იყო ირაკლი ეძგვერაძე, გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ძალიან აწუხებთ ის, რომ გლდანში “ქართულ ცნებას ყოველთვის ამარცხებდა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ისიც იმავე შენობაში ჰყავდათ, რომელშიც მე და როცა მიშვებდნენ, პირველი ის ვიკითხე, ეძგვერაძე თუ არის გათავისუფლებული-მეთქი და მითხრეს, თავისუფალიაო, როგორც ჩანს, მომატყუეს.
ფაქტია ერთი რამ, რომ “ქართული ოცნება” არის ძალიან შეშინებული და თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ მუქარით, ძალადობით და დაკავებებით ვინმეს შეაშინებენ, პირიქით – ერთიათად და ერთიასად მოვინდომებთ, რომ ეს კრიმინალური ხელისუფლება მოვიშოროთ. არა იმიტომ, რომ შურისძიება გვწყურია, არამედ იმიტომ რომ ხალხის წინაშე მდგარ პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად, “ქართული ოცნება” ებრძვის განსხვავებულ აზრს, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ, რომელიც ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო.

ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაწერა, რომ “გლდანში, ივანიშვილის მილიციამ ირაკლი ეძგვერაძე მძევლად აიყვანა”.

banner
წინა სტატიაშიაი ფაქტი: ვიქტორ ჯაფარიძე საკუთარ შემოსავლებსა და საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციას მალავს
შემდეგი სტატიაეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში-ირაკლი ეძგვერაძე იზოლატორში რჩება