„ბაჩიაშვილის საქმეზე ჯერ ერთი გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ბიტკოინების საქმიანობაში და მეორე ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერია თავის უახლოეს გარემოცვას, რაც მისი ბოლო ჟამის ამბავზე მეტყველებს“ – გაანცხადა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ
„ბაჩიაშვილის საქმე ძალიან საინტერესო ქეისია. ჯერ ერთი გამოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ბიტკოინების საქმიანობაში. იმ ბიტკოინების, რომლის გამოც ჩვენს მოსახლეობას გაუძვირდა დენის ტარიფი განახევრების ნაცვლად და მეორე- ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერია თავის უახლოეს გარემოცვას. ესეც მისი ბოლო ჟამის ამბავზე მეტყველებს და არ არის გამორიცხული ეს უკავშირდებოდეს ინფორმაციის გაჟონვას მის შავ-ბნელ საქმიანობასთან დაკავშირებით და სანქციებთან დაკავშირებულ საქმეებს. ამიტომ ჩვენ ძალიან მალე უნდა ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ალაპარაკებული ხალხი, რომელიც მოყვება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე რუსეთთან და იმასთან დაკავშირებით როგორ ათეთრებდა ის ფულს სხვადასხვა მიმართულებით.“- ასე გამოეხმაურა ირაკლი ნადირაძე ბაჩიაშვილის საქმეს.