ირაკლი ნადირაძე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე პირველ განმარტებას აკეთებს

“მიტინგზე ჰყავდათ ჩანერგილი ასობით ტიტუშკა და პროვოკატორი” – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” დაკავებულმა წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პოლიტიკოსმა სასამართლოში სიტყვით ისარგებლა.
ცნობისთვის, მას ციხეში აკრძალული აქვს ყველა სახის კომუნიკაცია გარესამყაროსთან.
ირაკლი ნადირაძის თქმით, 4 ოქტომბერი ბრძოლის დღე იყო, რასაც ჰქონდა უარყოფითი ასპექტები, რასაც უამრავი ახალი პოლიტიკური პატიმარი მოჰყვა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსამართლემ სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა – “ეს არ არის პოლიტიკური არენა, სასამართლო სხდომის დარბაზია, აქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის” – თქვა მოსამართლემ.
დღეს 26 ნოემბერია და ორ დღეში ერთი წელი ხდება იმ ავბედითი დღიდან, 28 ნოემბრიდან, იმ დღეს პრემიერადწოდებულმა ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ და მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით და ეს გაურკვეველი მიმართულება არის რუსეთი.

28 ნოემბერს მათ დააამხეს კონსტიტუცია. თუ ვინმე დაამხო კონსტიტუცია ეს იყო ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. ამ დღეს ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიგო არჩევნები, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ განეადგურებინა დემოკრატიული ინსტიტუტები და დაემყარებინა დიქტატურა.

ერთი მხრივ ამ ქვეყანაში გვყავს მოსახლეობა, რომელიც არის გაჭირვებაში და სიღარიბეში, პენსიონერებს პენსია არ ყოფნით და ამ დროს ე.წ. მთავრობა, რომელიც მშვიდად აგროვებს ოქროს ზოდებს, მილიონებს, მილიარდებს და თან დაგვცინის.

…ახლა განათლების სისტემას მიადგნენ, როცა მათი შვილები საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას, ჩარტერითაც ჩაჰყავთ ხოლმე…. 4 ოქტომბერი იყო ამ უსამართლობის, დამცირების გამოძახილი.

4 ოქტომბერი ეს იყო ბრძოლის დღე, თავისუფლებისთვის, ჩვენი ღირსებისთვის, ამას ჰქონდა უარყოფითი ასპექტები, უამრავი ახალი პოლიტიკური პატიმარი, ეს ადამიანები სამშობლოს სიყვარულისთვის სხედან….

ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი გვაქვს და უნდოდათ მთელი ეს პროტესტი და 4 ოქტომბრის დღე შეებღალათ, როგორც ძალადობრივი…

დიახ ასობითათასმა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ დავინახეთ, რომ არ გვინდა ჩვენ გარუსება…

თუ ვინმეს არ უნდა 4 ოქტომბერი და ყველაფერი გააკეთა, არის “ქართული ოცნება” და 50 აკაცუკის ნაცვლად 100 000 ქართველი გამოვიდა…

…ოთხი ოქტომბრის შემდეგ დისკუსია მიდის, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მშვიდობიანად გავისტუმროთ ეს ხელისუფლება…იყო ლიდერებზე დაცინვა, ჩვენი სიამაყე, მსოფლიო ბანი, დასცინოდნენ, ლევან ხაბეიშვილს, ქარიზმატულ ლიდერს დასცინოდნენ, ის რომ დაიჭირეს მე ამის შემდეგ გამოვჩნდი ტელევიზიებში, შემდეგ იყო ვითომ კასრები, ბომბები, ან ეს ნივთები სადააა, ან ის ფული სად გაქრა?

გვაბრალებდნენ, რადგან პროპაგანდისთვის სჭირდებოდათ. მიტინგზე ჰყავდათ ჩანერგილი ასობით ტიტუშკა და პროვოკატორი.

ფაქტია, რომ უნდა ვიყოთ ერთად და კავშირზე საერთაშორისო პარტნიორებთან და იქნება ეს ახალი სანქციები, უვიზოს შეჩერება, მეგობარი აქტი, რომლის ბიძინა ივანიშვილს ასე ეშინია, მიგვიყვანს გამარჯვებამდე,” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ (“რადიო თავისუფლება”).

banner
წინა სტატიაში“თუ მოსკოვს მოსწონს, ნიშნავს რომ სწორედ იქიდან მოდის”- კალასი ტრამპის “სამშვიდობო გეგმაზე”
შემდეგი სტატიახობში 25–ე დღეა საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ