ირაკლი ნადარეიშვილი არ ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი შესთავაზეს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არ ადასტურებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტი შესთავაზეს, ხოლო კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა, ნადარეიშვილი პასუხობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესებზე გამოვდივარ, როგორც რიგითი პროკურორი. ვხელმძღვანელობ საკმაოდ მნიშვნელოვან დეპარტამენტს, რომელიც ორი დღის წინ საზოგადოების წინაშე ანგარიშით წარსდგა. ამდენად, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები და მოვალეობები გამაჩნია. არ ვადასტურებ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზება და რაიმე სახის კონსულტაცია მქონია”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე შსს-ში იმყოფება
შემდეგი სტატია“თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა” – ბრალდებულის ბიძაშვილი