ირაკლი მიქელაძე: გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი და ჩავბმულიყავი გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ პირველი რეგიონალური ოფისი დღეს ქალაქ ბათუმში გაიხსნა. ოფისის გახსნას პარტიის თავმჯდომარე – გიორგი გახარია, პარტიის სხვა ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

,,ეს აჭარის რეგიონის სათაო ოფისია. აქ დაგხვდებათ სივრცე და პროფესიონალი ადამიანები, რომლებთან ერთად ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის მთელი რიგი პროექტების განხილვას.“ – განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ.

„თითქმის 2 წელია მე ვცხოვრობდი გერმანიაში, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავლის და ჩვენი წარმატებისთვის უნდა დავბრუნებულიყავი სამშობლოში და ჩავბმულიყავი იმ ბრძოლაში, იმ გამარჯვებისკენ სვლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი გიორგი გახარია და კონკრეტულად პარტია „საქართველოსთვის“, – ამბობს ირაკლი მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: წარმატებას ვუსურვებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფთალი ბენეთის
შემდეგი სტატიაკოტე ანანიაშვილი: გვიკავშირდება უამრავი მხარდამჭერი, ვისაც სურს შეუერთდეს ჩვენ პოლიტიკურ მოძრაობას