ირაკლი მეზურნიშვილი: ,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან ბრძოლას ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს“

,,ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ როგორც პანდემიასთან და თვითონ ვირუსთან ბრძოლას ასევე, ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე რომ გადავდოთ ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ“, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი მეზურნიშვიულმა TV პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს გარკვეული სტიმულირება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების, შეჩერება და პირიქით, მათი სტიმულირება ხდება.

„ორმილიარდიანი პაკეტი“ რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ წავა დახმარებაში. როდესაც „პირველი პაკეტით“ მოხდა მილიარდზე მეტი თანხის მობილიზება, ის დარჩა კერძო სექტორში. შემდგომ უკვე დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი“, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ ასევე, წავა დახმარებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სტიმულირება მივცეთ ეკონომიკას. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ზუსტადაც, რომ ამ ორი მილიარდის მობილიზება არის ამის ნაწილი. რამდენიმე დღეში ჩვენ დეტალურად შევჯერდებით ყველა იმ მიმართულებაზე თუ რა ფორმით მოხდება კონკრეტული ადამიანების თუ კომპანიების დახმარება და რა ფორმით მოხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება ამ პაკეტის მეშვეობით,“ – განაცხადა ირაკლი

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : სამი ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ კლინიკას