ირაკლი მეზურნიშვილი: დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს

„ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში.

„მისასალმებელია, რომ პირველ ნაბიჯებს და განცხადებებს, რომლებიც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში გააკეთა, უკვე მოჰყვა პოზიტიური შეფასებები დასავლეთში. „ვაშინგტონ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი წერს, რომ გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების გარეშე, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდში უნდა დაუდგეს. ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრს „რთული გზა ელის წინ, მაგრამ მას ამ გზის გავლის უნარი აქვს და ამისთვის თავისი ერის, ევროპისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება“. დასავლური მედიაც აღნიშნავს, რამხელა გამოცდილება აქვს გიორგი გახარიას და მის ბიოგრაფიას შთამბეჭდავად აფასებს. განსაკუთრებით პოზიტიურად ფასდება მისი წარმატებული საქმიანობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – აღნიშნავს მეზურნიშვილი.

გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკური სტრატეგიების მიმდინარე გადათამაშებაში. სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობაზე საუბრობს

banner
წინა სტატიაშიხარვეზები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში – ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს პარლამენტში გამოხმაურება მოჰყვა
შემდეგი სტატიაშტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა