ირაკლი მექვაბიშვილი: თბილისის მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს

გენერალურმა აუდიტორის განცხადებით, თბილისის მერიაში აუდიტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, შესწავლა ქონების მართვის, გამწვანების საკითხებს, გარე განათებასა და ზედამხედველობის სამმართველოს უკავშირდება. მისივე თქმით, დასკვნები ყველა მიმართულებით ძალიან მალე იქნება დასრულებული და კანონით დადგენილ ვადებში გამოქვეყნდება. მექვაბიშვილის განცხადებით, ორი დასკვნა უკვე დამამთავრებელ სტადიაშია და გარკვეული შედეგები მალე იქნება.

რაც შეეხება დარღვევებს, მთავარი აუდიტორის შეფასებით, ამ თემაზე ჯერ განმარტებას ვერ გააკეთებს, რადგან შესწავლა დასრულებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი ჯერ არ არის მზად იერუსალიმი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : გვინდა სხვა სამსახურებიც შეამოწმოს აუდიტმა