29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ირაკლი მელაშვილი: ზურგით შევუტრიალდით დასავლეთს, რადგან აღმოსავლეთში დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არავინ გვთხოვს

ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარი საგარეო პრობლემა არა ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ვიზიტები, არამედ დასავლეთთან ურთიერთობების ტოტალური გაუარესებაა. „პალიტრანიუსის“ ეთერში ანალიტიკოსმა მკაცრად შეაფასა ხელისუფლების საგარეო კურსი:

„ზურგით შევუტრიალდით დასავლეთს, ძალიან მარტივი მიზეზის გამო — აღმოსავლეთში არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს მთავრობას არ სთხოვენ არც დემოკრატიას, არც ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მხრივ ჩვენზე უარესები არიან და ამიტომ…“

მელაშვილის თქმით, თუ საქართველო ევროპასთან ჩიხში აღმოჩნდება, ის აღმოსავლეთის ქვეყნებისთვისაც დაკარგავს სატრანზიტო თუ პოლიტიკურ ინტერესს, რადგან „ასეთი რუსეთიც ჰყავთ“.

banner
წინა სტატიაში2026 წლის 5-თვეში საქართველოში 3 266 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა – როგორია 5 წლის სტატისტიკა
შემდეგი სტატიააშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა