ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მელაშვილის შეფასებით, შექმნილი ვითარება აჩენს ეჭვს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენები წერილი რეალური იყო და პროცესები გარკვეული პოლიტიკური შეთანხმებების ფონზე განვითარდა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნახსენები წერილი სიმართლე იყო — თან ან უზენაესის ნებართვის გარეშე გააკეთეს, ან მის წინაშე პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული, რომ ღარიბაშვილის ასე დაჩაგვრას არაფერი მოყვებოდა. ჰოდა, ამიტომ ‘უჩი მატა’ ჩაუტარეს!
ჭკუას როგორ ვერავინ ვერ სწავლობთ?! თან ‘კაი საქმეები ვაკეთეო’, თან რა უტიფარია! რით შეხვედი ისტორიაში, შენზე რა კადრები ემახსოვრებათ, იცი მაინც? ალეკომ რომ გაგილაწუნა კომიტეტის სხდომაზე, იმით! ეჭვი მაქვს, ‘მამუკა გალაწუნებულად’ დარჩები. ბიძინას ვესაუბრე, არ მიშვებდა და მე დავიჟინეო… ჰოო, შენს ამბავსაც, ეჭვი მაქვს, გაგრძელება ექნება“, — წერს ირაკლი მელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.














