საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უწყების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
თავის გამოსვლაში ლექვინაძემ ყურადღება გაამახვილა სილამაზის და ესთეტიკური მომსახურების ცენტრების აგრესიულ კომერციულ პრაქტიკასა და ონლაინვაჭრობისას გამოვლენილ დარღვევებზე.
„არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სილამაზის და ესთეტიკური მომსახურების ცენტრები მესიჯით უფასო მომსახურებას სთავაზობენ. შემდგომ როდესაც იქ ადამიანი მიდიოდა, რაღაც პროცედურას უფასოდ უტარებდნენ, თუმცა შემდგომ პროცედურებზე საკმაოდ მაღალი თანხის მოთხოვნა ხდებოდა. იქვე იყო განვადების სერვისი.
იყო შემთხვევები, როდესაც ერთი შეხედვით უფასო მომსახურება საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურება ხდებოდა. სტანდარტი დადგენილია და ყველას ევალდებულება, რომ მსგავსი ტიპის აგრესიული პრაქტიკა არ გამოიყენოს“, — განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.








