ირაკლი ლექვინაძე – საპენსიო რეფორმის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეტი სიცხადეა საჭირო

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა, ინფორმაციის ნაკლებობა კი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესშია.

ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო.

„ბიზნესასოციაციების ფორმატში იყო შეხვედრები შემოსავლების სამსახურთან, საპენსიო ფონდთან. ვფიქრობ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება უფრო სიცხადეა ამ ნაწილში შესატანი. იანვარი სისტემის ამოქმედების შემდეგ პირველი თვეა. შემდეგ თვეებში გამოჩნდება, იქნება თუ არა შეცდომები საპენსიო ფონდში თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც საჭიროებდა პასუხებს. მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის ყველა მოსაზრებასა და წუხილს მოვუსმინოთ. ვფიქრობ, საჭირო იყო მეტი კომუნიკაცია ამ საკითხზე. ფინანსისტებს, ბუღალტრებს ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა“, – აღნიშნა ლექვინაძემ.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველ იანვარს ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მოსახლეობა ბოლშევიკი რევოლუციონერის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას აპროტესტებ
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე,რევაზ ქობალიამ შეცვალა