ირაკლი ლექვინაძე – ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება მოხდა

ირაკლი ლექვინაძე - ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება მოხდა

irakli- leqvenidzeთბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ბოტანიკურ ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრალდებებს პასუხობს.როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მოხდა ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარი ტერიტორიის ჩანაცვლება.

”ბოტანიკურმა ბაღმა ამ ჩამოჭრილი 4 ჰექტარის ნაცვლად ბევრად უფრო უკეთესი ტეროტირია მიიღო, რომელიც მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არის ბოტანიკური ბაღისთვის ბევრად უკეთესი. ეს ტერიტორია გზის მიმდებარეა, რომელიც კრწანისი-შინდისის გზის მხრიდან ბოტანიკურ ბაღს ესაზღვრება. მას არანირი კავშირი რეზიდენციასთან არ აქვს. ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რჩება ძველ მოცულობაში. უბრალოდ საზღვრების კორექტირება და 4 ჰექტარის ჩანაცვლება მოხდა ახალი ტერიტორიით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოტანიკური ბაღისთვის უფრო მომგებიანია მცენარეების თვალსაზრისით და ასევე იმ ტურისტული მიზნებისთვის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს შეიძლება გააჩნდეს”, – განაცხადა ლექვინაძემ.

რაც შეეხება 29 ჰექტრს, რომელიც აუქციონზეა გამოტანილი, როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ხდება ახალი გზის გაყვანა, რომელმაც კრწანისის ტერიტორია შინდისის მიმდებარე სოფლებთან უნდა დააკავშიროს და აღნიშნული აუქციონი სწორედ ამ გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას ემსახურება.

”აუქციონზე გამოტანილია დაახლოებით, 29 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც არის გზის მეორე მხრეს, ბოტანიკური ბაღისგან ბევრად უფრო მოშორებით. ეს დაკავშირებულია გზის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან”, – განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ აუქციონი არის გამჭვირვალე და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის გათავისუფლებას, ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ამას თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა, არაეფექტურ მენეჯმენტს უკავშირდებოდა და დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დღეს მერიასთან გაიმართება საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია
შემდეგი სტატიადაზვერვამ დონეცკში აფხაზეთიდან მებრძოლი ორი მეთაური ამოიცნო