ირაკლი ლექვინაძე – ბიზნესმენების მიმართ არაკორექტული მოწოდებები მიუღებელია

საქართველოში ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან საქმის კეთება და მათ მიმართ არაკორექტული მოწოდებები მიუღებელია, – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებებით და განცხადებებით არ უნდა უშლიდნენ ხელს ბიზნესმენებს, აკეთონ თავიანთი საქმე და მათი საქმიანობა პოლიტიკური სპეკულაციების საგნად არ უნდა აქციონ.

კითხვაზე, არის თუ არა დღეს საქართველოში ბიზნესზე ზეწოლა და მიმართავენ თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატს მსგავსი შინაარსის პრობლემებით, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ბიზნესტერორზე საუბარი უსაფუძვლოა.

„შემიძლია გესაუბროთ ბევრ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს, თუმცა ქვეყანაში ტოტალურ ბიზნესტერორზე საუბარი უსაფუძვლოა. მზად ვართ, ყველა ბიზნეს პრობლემაზე ვიმუშაოთ. სულ მცირე, გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და მაქსიმუმ, ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით მათ მხარდასაჭერად“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ამასთან, ლექვინაძის თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2018 წელს 365 საქმეზე იმუშავა და 65 პროცენტში მოახერხა, რომ სახელმწიფო უწყებებმა კერძო სექტორის ინტერესი გაითვალისწინეს.

banner
წინა სტატიაშიკრიმინალთან ბრძოლა სერიალებით – პრემიერის განკარგულებით, ბიუჯეტიდან მინისერიალის გადაღება დაფინანსდება
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე – ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ, ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ