ირაკლი ლექვინაძე – ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ, ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ

ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ, ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება. თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კითხვაზე არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ამბობს – „შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიორგი გახარია ან მამუკა ხაზარაძე მსგავსი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე უთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას. ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს“.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია, გამჭვირვალობა სჭირდება საზოგადოებაშიც და ბიზნეს წრეებშიც.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე – ბიზნესმენების მიმართ არაკორექტული მოწოდებები მიუღებელია
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ უჭერს