ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის დროულად გადმოცემის საკითხზე მუშაობა დაწყებულია

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის დროულად გადმოცემის საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ირაკლი კვარაცხელია იმყოფებოდა პატიმრობაში ოკუპირებულ რეგიონში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მყისიერად ჩაერთო ცხელ ხაზზე შეტყობინების მიღებისთანავე. მოლაპარაკებები დაწყებულია და ვფიქრობ, დადებითად გადაწყდება, რათა ცხედარი დროულად გადმოეცეს ჩვენს მხარეს ექსპერტიზისთვის. ექსპერტიზა ჩატარდება სრულფასოვნად და მიზეზები დადგინდება, ვინაიდან დე ფაქტო ხელისუფლების წინასწარი განცხადებით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ისინი თვითმკვლელობას ასახელებენ. ჩვენ გვინდა, ეს გადავამოწმოთ ექსპერტიზით. რა ნაბიჯებს გადავდგამთ ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი. პარლამენტი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვინც ვალდებულია, რომ ამ საკითხს გაჰყვეს ბოლომდე, ამას გავაკეთებთ. საქმის კურსში არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში „ურანის“ გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიარუმინეთის ელჩი – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია