ირაკლი კვარაცხელია: პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა, 3 კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ერთ-ერთი მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია თავდამსხმელმა გაათავისუფლა. კვარაცხელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მძევლებიდან მხოლოდ 3 ადამიანი დარჩა შენობაში, დანარჩენი კი გაათავისუფლეს.

„პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა, 3 კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს, მალე დაკითხვაზე გადამიყვანენ“, – აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გადავრჩებით”- რას წერდნენ მძევლები, როცა მათი სიცოცხლე ბეწვის ხიდზე იყო
შემდეგი სტატიატერორისტმა 3 მძევლითან ერთად შენობა დატოვა